воскресенье, 13 июля 2008 г.

მე

ერთ სიცოცხლეს არ ყოფნის ჩემი ჯიუტი არსება, და მაინც …"ოოოფფ უპატრონო საფლავზე წავიდეთ რა… იქ არავინ მიიტანდა პასკას და წითელ კვერცხებს… არც სანთელს… "ზოგჯერ ვმუნჯდები ,აი ასე, ზოგჯერ უბრალოდ არ მჭირდება გვერდით არავინ, ზედმეტად ძლიერი ვარ .ზოგჯერ ,იცი, იმ მიტოვებულ საფლავს ვემსგავსები. გახსოვს? მე თამაში მიყვარდა სილით და წყლით, ვაშენებდი სასახლეებს და მერე ვანგრევდი. ასე დაუსრულებლივ...სანამ დავანგრევდი პატარა თხრილს ვარტყავდი გარშემო ,წყლით ვავსებდი მერე. ასე ვიცავდი სასახლეებს ყველაფრისგან. გარდა ერთისა- ვერ ვიცავდი საკუთარი თავისგან და ვანგრევდი.უბრალოდ არასდროს იყო სამყოფი მიწა და წყალი ,რომ დაუნგრევლად მეთამაშა.მე მყავდა შავი კნუტი.მყავდა რა, ერთხელ ქუჩაში ვიპოვე და წამოვიყვანე სახლში. საღამომდე პირსახოცში მყავდა გახვეული, მეგონა ასე გათბებოდა.რძეში ჩაყრილ პურს ვაჭმევდი. საღამოს გავუშვი. მეორე დღეს არ მოვიდა. მთელი ღამე ვდარდობდი იმაზე,რომ სადმე მანქანამ დაარტყა, თორემ მოვიდოდა, აუცილებლად მოვიდოდა.იცი,ერთ სიცოცხლეს არ ყოფნის ჩემი ჯიუტი არსება.მაგრამ ის ყოველთვის ვიცი ,რომ შენ გაქვს პასკა და სანთელი. შენ მოხვალ და მომიხსენიებ… "აცხოვნე უფალო სული მისი".. .წამოდი რა მიტოვებულ საფლავებზე …წამო რა…მზის ჩასვლა იქიდან ყველაზე კარგად ჩანს…

2 комментария:

nini комментирует...

gio keTili iyos sheni fexi aq.dzalian gamixarda rom moxvedi.gelodebodit aq...

Mimos комментирует...

მეკობრეს მივესალმები ასი ცხენოსნითა, პირატ-მეკობრესა! :)
კარგია, რო მახვედ მშვიდობით აქა და სხვებსაც მიეხმარებოდე, ვისაც აქეთ მაუწევს გული...

ეს ჩემი ბობორიკა კიდევ, სანამ მახვიდოდი, აემ ლექსს იმღერდა:

***
პირატ-მეკობრე რა იქნა,
მადარებს ჩემსა პატრონსა.
ბობოი - ნაჭედ ლექსია,
მიხოი - მარტო მათხრობა...
თუგინდ, დაარქვი - მასხრობა.


და ის შენი საიტი - კარგი გაგიკეთებია, გიო, მომეწონა... :)